10 მიზეზი რატომაც მეზიზღები… :)

Image

1) მე შენ მეზიზღები! მეზიზღება შენი ხმა და გაჩეჩილი, უფორმო თმა!
2) მეზიზღება შენი გაოცებული და დაბნეული გამომეტყველება  როცა მიახლოვდები!
3) მეზიზღება ყველაფერი რასაც ჩემს საეჭვიანებლად აკეთებ!
4) მეზიზღება შენი წუწუნი რომ ძალიან გიყვარვარ და რომ ” ამ ერთხელაც” შეგირიგდე
5) მე მეზიზღები როცა უაზროდ ცანცარებ და თავი მაგარი გგონია!
6) მეზიზღება შენი საშინელი ხასიათი და ბუტიაობა!!!
7) მეზიზღება როცა მაცინებ შენი უაზრო ხუმრობებით მას მერე რაც შენს გამო ვიტირებ!
8) მეზიზღება შენი აკვიატებული ფრაზები და გამოთქმები!
9) მეზიზღება შენი კომპლიმენტები სხვა გოგოების მიმართ!
10) მე შენ ყველაზე მეტად მეზიზღები! იმიტომ რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად, საერთოდ არ მეზიზღები….!!!

AMAZRZENOBA :)))))))))

Image

AMAZRZENOBAA YVELAPERI RASAC VXEDAV CHEMS GARSHEMO. AMAZRZENOBAA TKVENI VITOM MEGOBROBA DA ZURGS UKAN DAUSRULEBELI CHORAOBA. TKVENI NATKVAMI ”DZALIAN MIYVARXAR” DA IS YVELAPERI RASAC SINAMDVILESHI PIKROBT CHEMZE.
AMAZRZENOBAA IS USAMARTLOBA RASAC YOVEL DGE VXEDAV DA KIDEV IS ARASWORI SHEPASEBEBI ADAMIANEBIS MIMART RAC GAKVT.
SASACILOA ”ANGELOZEBAD” GADACMULI YVELA ESHMAKI, YVELAS ROM DZAAN DZAAN SAYVARELI GONIA DA AM DROS MXOLOD SHEN ICI VINAA DA RAS WARMOADGENS SINAMDVILESHI.
SASACILO DA YVELAZE METAD AMAZRZENIA IM BICHEBS ROM ECHALICHEBIT ROMLEBIC UBRALOD ”DAKAVEBULEBI” ARIAN DA UNAMUSOD CDILOBT YVELAS TVALWIN MIS GAMOCHERAS.
MKIDIA TKVENI VITOM ”TAVISUPLEBA” DA GANSXVAVEBULI AZREBI. UCENZURO SITYVEBIS XMAREBA ”MAGAR GOGOOBAS” AR AMTKICEBS DA RAC METAD CDILOBT MAG IMIJIS SHEKMNAS UPRO METAD SASACILOEBI XDEBIT CHEMS TVALSHI.
AMAZRZENIA TKVENI DANAMIOKEBULI STATUSEBI DA PIRDAPIR VER NATKVAMI SIMARTLE.
SASACILOA TKVENI MSAXIOBOBA DA VITOM SATNOOBA SXVEBIS TVALSHI.
MAGIZIANEBS TKVENI DAUNAXAVOBA DA SHURI CHEMI KETILDGEOBIS GAMO.
TKVENI IMEDGACRUEBULI DA CXOVREBAZE DABOGMILI STATUSEBI.

HODA SWORED AMITOM YVELAS VINC AM POSTSHI TKVENI TAVEBI ICANIT

”GKOCNIT” BEVRS :))))))))))))

შემოგვაზაფხულდა. (ანუ მეღირსა პოზიტიური პოსტი)

Image

დღეს უკვე 6 მარტია და “მემეკოსაც” დაეტყო გამოზაფხულება. ამინდები საშინლად გაფუჭდა და სანამ კალენდარში არ ჩაიჭყიტები ალბათ ვერც მიხვდები რომ გაზაფხულია, თუმცა ესეც დროებითია და დიდი იმედი მაქვს სულ მალე ვიგრძნობთ ნამდვილ მზის სხივებს და იმ სუფთა ჰაერსაც, ახალგაღვიძებული ხარბად რომ ჩავუშვებ ხოლმე ფილტვებში..

2013-ს არ ვუჩივი. აშკარად ჩანს რომ ბევრად უკეთესია ვიდრე 2012 2011 და 2010 იყო..
ჩემი ცხოვრება იცვლება და მადლობა ღმერთს უკეთესობისკენ = )) (ალბათ ბლოგის დიზაინზეც მიხვდებოდით ამას)
ხოდა ყოველ დღეს ახალი იმედებით ვხვდები ^_^
მივხვდი რომ შეუძლებელია ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილას გქონდეს ანუ პრობლემები არსებობს და იარსებებს სანამ ადამიანი სუნთქავს, თუმცა მთავარი ისაა ისწავლო იმის დაფასება რაც ამ წუთას გაქვს და იყო ბედნიერი იმით რაც ხარ.
მე ვფიქრობ ჩვენი, თინეიჯერების პრობლემა სწორედ ისაა, რომ თითქმის ყველა სრულყოფილებისკენ ვისწრაფით და საკუთარი თავი დისნეის რომელიმე ზღაპარში გვგონია. როგორც კი ჩვენს ცხოვრებაში ”ბოროტი დედინაცვალი” ან ”ურჩხული” გამოჩნდება, პრინცი კი მთლად ისეთი სრულყოფილიც არ აღმოჩნდება როგორიც წესით უნდა ყოფილიყო, მაშინვე ცრემლებად ვიღვრებით და დილიდან დაღამებამე ვწუწუნებთ იმაზე, თუ რა დამღლელი და მომაბეზრებელი ცხოვრება გვაქვს..
ასე რომ საკუთარი და სხვების გამოცდილებიდან გეუბნებით რომ სულაც არ არის ყველაფერი ისე ცუდად როგორც ხანდახან გვეჩვენება ხოლმე.

ცხოვრება ყოველთვის ისეთი იქნება როგორი თვალითაც შეხედავ მას…

ჩაეხუტე ♥

Image

ადამიანური ბედნიერების მწვერვალს მე პირადად სითბოში ვხედავ.
მაშინ როდესაც ცხოვრება უამრავ მიზეზს გაძლევს ცრემლებისთვის, ხვდები, რომ შენთვის თუნდაც ერთი ადამიანის ჩახუტება და იმის გაგონება რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ წამს ყველაზე ძვირფასია.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავდა და როცა რამე მიჭირდა აუცილებლად ვეხუტებოდი ვინმეს. აუცილებლად ვეხუტებოდი ვინმე ძალიან თბილს, და ურცხვად ვპარავდი სითბოსა და ბედნიერების სულ პაწაწინა ნაპერწკლებს. შემდეგ ეს პაწაწინა ნაპერწკლები ჩემს გულში გროვდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტად მაძლიერებდა.
მე ახლაც ვეხუტები ვინმე ძალიან თბილს.
მე ახლაც ვიპარავ სულ პაწაწინა ”ბედნიერებებს”
სხვანაირად უბრალოდ ძალიან რთულია.
სხვანაირად თითქმის შეუძლებელია.
და შენ, ჰოო სწორედ შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ..
ჩაეხუტე!
გადაეცი ემოცია.
გააჩუქე სითბო.
გაიღე ბედნიერება.

უბრალოდ ჩაეხუტე !

Image

შენ გამიშვი..(

Image

თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის ვხვდებოდი რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა.
დასასრული ხომ ყველაფერს აქვს, კარგსაც და ცუდსაც.
მთავარი მაინც ისაა რომ ცოტა ხნით მაინც ვიყავი ამ ”ზღაპრის” გმირი და ცოტა ხნით მაინც ვიყავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე.
რას იზავ, დრო გადის, ადამიანები იცვლებიან,
არ აქვს მნიშვნელობა, შენით თუ უშენოდ, ცხოვრება მაინც ძველებურად გრძელდება.
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ დროა რაღაც შეცვალო შენში და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გატკენს გულს ეს ყველაფერი, შენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს.
და მაშინ როცა გრძნობ რომ მას შენ აღარ ჭირდები და რომ ოცნებები გაუფერულდნენ, უბრალოდ უნდა ადგე და სამუდამოდ წახვიდე.
ალბათ სირთულეც სწორედ ამაშია.. სული რომ გაგირბის, გული კი კვლავ მისკენ გექაჩება ონავარი ბავშვივით.
მე არასოდეს გაგიშვებდი ჩემთვის ხელი რომ მაგრად ჩაგეკიდა.
მე არასოდეს ამოგშლიდი ჩემი ცხოვრების წამებიდან.
მე ვერასოდეს შეგელეოდი..
მე ვერასოდეს შეგელეოდი..
მე მტკიოდა და ახლაც მტკივა რაღაც გულის ნარჩენი.
და მაინც, მაშინ როცა ამის დრო დადგა
მე დაგთმე.
მე შეგელიე.
მაპატიე,
სამუდამოდ წავედი
შენ ხომ ასე, სულ უბრალოდ გამიშვი.

მე ყოველთვის მინდოდა…(

Image

მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ბედნიერი

ყოველთვის მინდოდა ყველა ”დებილობაში” დამენახა რაღაც სასაცილო და ყველაფერზე გულიანად მეცინა

მე მინდოდა ხალხს ვყვარებოდი და ზურგს უკან არასდროს ეჭორავათ ჩემზე

მინდოდა ყველას გულში ყოფილიყო ჩემი ადგილი

მინდოდა სახლში მყოლოდა ძალიან ძალიან დიდი ძაღლი და სულ ჩავხუტებოდი როცა ვიტირებდი

ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი მხატვარი და იქ მევლო რაღაცეების დასახატად
სადაც მინდოდა, ისე რომ ჩემი ადგილსამყოფელი საერთოდ არავის სცოდნოდა

მე ვოცნებობდი მყოლოდა გვერდით ისეთი ადამიანი, ვის გარეშეც ჩემს არცერთ დღეს არ ექნებოდა აზრი და ვისაც ჰაერივით დავჭირდებოდი

მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ბალერინა და დარბაზში ჩემთვის ჩუმად მარტო მეცეკვა

ყოველთვის მინდოდა დედას ჩემით ეამაყა

მინდოდა ძალიან ბევრი  ფული გადამერიცხა ეკლესიების მშენებლობისთვის

მინდოდა ინვალიდი და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის უამრავი ბუშტები და შოკოლადები დამერიგებინა

მე ვოცნებობდი მოხუცებულობაში დამეწერა წიგნი, რომელიც ალბათ ჩემს ცხოვრებას აღწერდა

ყოველთვის მინდოდა მყოლოდა უამრავი შვილიშვილი და საღამოობით მათთვის ნამცხვრები მეკეთებინა

სამწუხაროდ მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი როგორიც არ ვარ = )))